შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
გიორგი მიხეილის ძე ნათაძე![]()
ბიოგრაფიადაიბადა ქ. თბილისში. 1921 წელს დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. ცნობილი ჰიგიენისტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, სადისერტაციო შრომა - „К вопросу определения аскорбиновой кислоты в животных тканях“ (1939). კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი მიეკუთვნა დისერტაციის დაუცველად, შრომების მიხედვით „მასალები ვიტამინებისა და ავიტამინოზების შესწავლისათვის“ (1926). პროფესორი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, სსრკ მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტი, სახელმძღვანელოს ავტორი ზოგად ჰიგიენაში, საქართველოს ჰიგიენისტთა სამეცნიერო საზოგადოების ერთ-ერთი ფუძემდებელი და მისი პირველი თავმჯდომარე. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |