შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
გრიგოლ პეტრეს ძე პაპასქუა![]()
ბიოგრაფიადაიბადა სოფელ ბარღებში (გალის რაიონი). 1936 წელს დაამთავრა მოსკოვის მე-2 სამედიცინო ინსტიტუტი. საქართველოს სსრ და აფხაზეთის ასსრ დამსახურებული ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, სადისერტაციო შრომა - „Клинико-эпидемиологическая характеристика и эффективность лечения бактериальной дизентерии биомицином и террамицином при внутримышечном введении“ (1960). სხვადასხვა დროს მუშაობდა აფხაზეთის ასსრ ჯანმრთელობის დაცვის სახალხო კომისრის მოადგილედ, კომისრად, შემდეგ კი მინისტრად, კრემლის სამკურნალო-სანიტარული სამმართველოს მე-2 პოლიკლინიკის დირექტორის მოადგილედ, სსრ კავშირის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს წყალთა ტრანსპორტის სამკურნალო-სანიტარულ დაწესებულებათა მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილედ. საქართველოს სსრ ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მოადგილედ, აფხაზეთის ასსრ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მთავარ ეპიდემიოლოგად, აფხაზეთის პროფკავშირთა კურორტების მართვის საოლქო საბჭოს თავმჯდომარედ.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |