The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



გივი აფრასიონის ძე პეტრიაშვილი

გივი აფრასიონის ძე პეტრიაშვილი
დაბადების თარიღი:21 იანვარი, 1915
გარდაცვ. თარიღი:1 თებერვალი, 1963  (48 წლის ასაკში)
კატეგორია:თერაპევტი

ბიოგრაფია

დაიბადა ქ. ამბროლაურში. 1939 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა სოფელ სხვავის საექიმო პუნქტის გამგედ, სოფ. სადმელის საექიმო პუნქტის გამგედ, ამბროლაურის პოლიკლინიკის ტუბკაბინეტის გამგედ.

1941 წლიდან საბჭოთა არმიის რიგებშია. მსახურობდა სამხრეთის ფრონტზე, ლეგიონის ექიმ ორდინატორად, ლეგიონის სანიტარული ასეულის უფროსად, 1942 წლიდან 1945 წლამდე ლეგიონის უფროს ექიმად.

1946 წლიდან საქართველოს სახელმწიფო ზოოვეტერინალური ინსტიტუტის სამხედრო სწავლების კათედრაზე, სამხედრო სამედიცინო საქმის უფროსი მასწავლებელია.

1942 წელს დემობილიზაციის შემდეგ, არის ამბროლაურის სამალარიო სადგურის უფროსი და რაიონის თერაპევტი,1948 წლიდან ამბროლაურის საავადმყოფო–პოლიკლინიკური გაერთიანების მთავარი ექიმია, 1958 წლიდან, რაიონისა და რაისაავადმყოფოს მთავარი ექიმის მოსდგილეა სამკურნალო დარგში.

დაჯილდოვებული იყო საპატიო ნიშნის ორდენით, ჯანმრთელობის დაცვის ფრიადოსნის ნიშნით. 1962 წელს წარდგენილი იყო საქართველოს სსრ დამსახურაბული ექიმის საპატიო წოდებაზე.