The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



მიხეილ ერმალოზის ძე პაპიტაშვილი

დაბადების თარიღი:1897
გარდაცვ. თარიღი:1970  (73 წლის ასაკში)
კატეგორია:მეან-გინეკოლოგი

ბიოგრაფია

დაიბადა ქ. გორში. 1921 წელს დაამთავრა ტომსკის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. ცნობილი მეან-გინეკოლოგი. პროფ. გ. ღამბარაშვილის მოწაფე. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, სადისერტაციო შრომა - "ინფანტილური საკვერცხეების ფუნქცია და მათი კავშირი შიდა სეკრეციის ზოგიერთ ორგანოებთან" (1940), საკანდიდატო დისერტაცია - "გოგირდმჟავა მაგნეზიუმით ეკლამფსიის მკურნალობის საკითხისათვის" (1937). პროფესორი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე. სხვადასხვა დროს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის მეანობა-გინეკოლოგიის კათედრის პროფესორი, ქ. ორჯონიკიძის სამედიცინო ინსტიტუტის მეანობა-გინეკოლოგიის კათედრის გამგე, საქართველოდ სსრ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მეანობა-გინეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ოპერაციული გინეკოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი.