The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ლავრენტი ისიდორეს ძე ჟვანია

დაბადების თარიღი:1895
გარდაცვ. თარიღი:1956  (61 წლის ასაკში)
კატეგორია:ნევროპათოლოგი

ბიოგრაფია

დაიბადა სოფელ ონტოფოში (აბაშის რაიონი). 1926 წელს დაამთავრა თბილისის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. ცნობილი ნევროპათოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, სადისერტაციო შრომა - "მასალები თავის თვინის დიდი ჰემისფეროების სიმსივნეების დიაგნოსტიკისათვის" (1943), საკანდიდატო დისერტაცია - "ძირითადი ცვლა ჩიყვის დროს" (1937). პროფესორი. ქ. ორჯონიკიძის სამედიცინო ინსტიტუტის ნერვულ სნეულებათა კათედრის გამგე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული, სანიტარულ-ჰიგიენურ და სტომატოლოგიური ფაკულტეტების ნერვულ სნეულებათა კათედრის პროფესორი.