The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ანასტასია ირაკლის ასული რამიშვილი

ანასტასია ირაკლის ასული რამიშვილი
დაბადების თარიღი:1900
გარდაცვ. თარიღი:1968  (68 წლის ასაკში)
კატეგორია:ოფთალმოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1929 წელს.

1929-1938წწ. მუშაობდა თვალის სნეულებათა ინსტიტუტში; ვ. მუსხელიშვილის და ა. შატილოვის მოწაფე. 1938 წელს მივლინებული იქნა ქ. ოდესაში აკადემიკოს ფილატოვის სახელობის თვალის სნეულებათა ექსპერიმენტულ ინსტიტუტში, სადაც ჩამოყალიბდა, როგორც ქირურგი-ოფთალმოლოგი; 1940-1968წწ იყო თვალის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს ამბულატორიის გამგე და ამავდროულად მთავარი ექიმის მოადგილე სამკურნალო დარგში.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული ექიმი
  • წითელი დროშის ორდენი
  • საპატიო ნიშნის ორდენი