The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ნიკოლოზ გიორგის ძე სალაყაია

დაბადების თარიღი:1911
გარდაცვ. თარიღი:1970  (59 წლის ასაკში)
კატეგორია:თერაპევტი, ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზატორი

ბიოგრაფია

დაიბადა ქ. ცხაკაიაში. 1934 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. სსრ დამსახურებული ექიმი. სხვადასხვა დროს ცხაკაიას რაიონის რკინიგზის საავადმყოფოს ექიმი, ოჩამჩირის საექიმო უბნის უფროსი, ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოს საექიმო-სანიტარული სამსახურის თბილისის განყოფილების უფროსი, ამიერკავკასიის რკინიგზის თბილისის კლინიკური საავდამყოფოს უფროსი, ამიერკავკასიის რკინიგზის ცენტრალური პოლიკლინიკის თერაპიული კაბინეტის გამგე.