The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ოლღა სოლომონის ასული სულავა

დაბადების თარიღი:1912
გარდაცვ. თარიღი:1971  (59 წლის ასაკში)
კატეგორია:ბიოქიმიკოსი

ბიოგრაფია

1936 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. სამედიცინო სამსახურის კაპიტანი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, სადისერტაციო შრომა - "მასალები ზოგიერთი ბიოქიმიური ცვლილებებისათვის კლიმაქსის დასაწყისი პერიოდის ნევროზულ მდგომარეობათა დროს" (1947). სხვადასხვა დროს მუშაობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჯერ ბიოქიმიური კათედრის, შემდეგ პათოფიზიოლოგიის კათედრის ასისტენტად, საქართველოს სსრ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ფიზიოთერაპიისა და კურორტოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ბიოქიმიური განყოფილების გამგედ, საქართველოს სსრ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ონკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ბიოქიმიურ ლაბორატორიაში უფორს მეცნიერ-თანამშრომლად, შემდეგ იმავე ინსტიტუტის ჰემატოლოგიური ლაბორატორიის ხელმძღვანელად.