The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Physicians of Georgia
HomeCategories  
Search
Person Name:

This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website.

For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili)



იოსებ თევდორეს ძე ჟორდანია

იოსებ თევდორეს ძე ჟორდანია
Date of birth:15 May, 1895
Date of death:20 August, 1962  (at 67 years)
Burial location:მწერალთა და საზოგადმო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონი
Category:Obstetrician-gynecologist

Biography

დაიბადა ქ. თბილისში. 1923 წელს დაამთავრა  პეტროგრადის სამხედრო-სამედიცინო აკადემია. 1939 წლიდან იყო ამავე აკადემიის მეანობა-გინეკოლოგიის კათედრის ხელმძღვანელი. გამოჩენილი მეან-გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, სადისერტაციო შრომა - „Сократительная функция матки под влиянием овариальных гормонов“ (1938). მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი მიენიჭა შრომების მიხედვით, დისერტაციის დაუცველად (1936). პროფესორი. ჩამოაყალიბა ახალი დარგი - სამხედრო გინეკოლოგია, 1942წლიდან დაინიშნა საბჭოთა კავშირის არმიის მთავარ გინეკოლოგად. პირველად მსოფლიოში დააარსა ქალის ფიზიოლოგიის და პათოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი და იყო მისი ხელმძღვანელი.1944 წლიდან დაინიშნა მოსკოვის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის მეანობა-გინეკოლოგიის კათედრის გამგედ. 1950 წლიდან დაინიშნა საბჭოთა კავშირის მთავარ გინეკოლოგად. ავტორია სახელმძღვანელოებისა გინეკოლოგიაში. 1958 წელს იგი სამუშაოდ თბილისში გადმოვიდა და დაარსა ქალის ფიზიოლოგიური და პათოლოგიური სამედიცინო კვლევითი ინსტიტუტი (1968 წლიდან იოსებ ჟორდანიას სახელობის ადამიანის გენერაციული ფუნქციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი), სადაც მუშაობდა კიდეც  სიცოცხლის ბოლომდეჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტი, საერთაშორისო სამედიცინო ნომენკლატურის კომისიის წევრი, ჩეხოსლოვასკიის პურკინიეს სახელობის სამედიცინო საზოგადოების საპატიო წევრი.

სწავლობდა სამეანო სამსახურის ორგანიზაციას, საშვილოსნოს კუმშვადობის ფუნქციას კლინიკასა და ექსპერიმენტში, მშობიარობის ანომალიებს, ქალის უშვილობის მიზეზების დიაგნოსტიკასა და მკურნალობას და სხვა.

ამერიკიდან როცა ბრუნდებოდა საქართველოში, თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა და ოკეანეში ჩავარდა. მგზავრებს, თავიანთი ბილეთების შესაბამისად, ჰქონდათ რეზინის დამცავი რგოლები. მხოლოდ ერთ პატარა გოგონას, რომელიც უბილეთოდ მგზავრობდა, არ აღმოაჩნდა ეს რგოლი. იოსებ ჟორდანია არც დაფიქრებულა, ისე გადასცა თავისი რგოლი ბავშვს, რომელიც გადარჩა. ხოლო თავშეწირული ქართველი მეცნიერი ოკეანის ტალღებმა შთანთქეს.

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

Member of Organizations

  • საერთაშორისო სამედიცინო ნომენკლატურის კომისია, წევრი
  • ჩეხოსლოვასკიის პურკინიეს სახელობის სამედიცინო საზოგადოება, საპატიო წევრი
  • ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია, ექსპერტი

Awards and Honors

  • 1962 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • დაჯილდოვებულია ლენინის ორდენით

Bibliography