The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ანტონ ილარიონის ძე სიჭინავა

დაბადების თარიღი:1899
გარდაცვ. თარიღი:1963  (64 წლის ასაკში)
კატეგორია:პედიატრი

ბიოგრაფია

დაიბადა ქ. ცხაკაიაში. 1924 წელს დაამთავრა თბილისის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. ცნობილი პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, სადისერტაციო შრომა - "მასალები ღვიძლის ფუნქციის შესასწავლად ბავშვთა ასაკში მუცლის ტიფის დროს" (1949), საკანდიდტო დისერტაცია - "ლეკვებში მშრალი ცილების უხვი მიცემისა და წყლის შეკავების შედეგები, განვითარებული სისხლის ზოგიერთი პათოლოგიური მდგომარეობის დროს" (1939). პროფესორი. თბილისის სახელმწიფო სტომატოლოგიური ინსტიტუტის ბავშვთა სნეულებების კათედრის გამგე, საქართველოს სსრ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს პედიატრიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის განყოფილების ხელმძღვანელი.