The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ივანე ალექსის ძე სიხარულიძე

დაბადების თარიღი:1898
გარდაცვ. თარიღი:1964  (66 წლის ასაკში)
კატეგორია:ოფთალმოლოგი

ბიოგრაფია

დაიბადა დაბა ჩოხატაურში. 1924 წელს დაამთავრა თბილისის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. ცნობილი ოფთალმოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, სადისერტაციო შრომა - "თვალის ფსკერის ცვლილებათა მნიშვნელობა არტერიული ჰიპერტონიის დიაგნოსტიკისა და პროგნოზისათვის" (1947), საკანდიდატო დისერტაცია - "მასამები ტიფოზური და პარატიფოზური A და B ჩხირებით გამოწვეული ექსპერიმენტული კერატიტების შესწავლისთვის" (1934). პროფესორი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის თვალის სნეულებათა კათედრის გამგე, პირველი ქართული სახელმძღვანელოს ავტორი ოფთალმოლოგიაში.