The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ივანე ხარებას ძე სხირტლაძე

დაბადების თარიღი:1894
გარდაცვ. თარიღი:1948  (54 წლის ასაკში)
კატეგორია:ფსიქიატრი

ბიოგრაფია

დაიბადა სოფელ მრავალძალში (ონის რაიონი). 1923 წელს დაამთავრა დონის როსტოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. 1923-24 იქვე მუშაობდა ფსიქიატრიულ კლინიკაში ა.იუშჩენკოსთან. ხელმძღვანელობდა ნოვოჩერსაკის (1924-26), სურამისა (1927-28) და ქუთაისის (1928-დან) ფსიქიატრიულ საავადმყოფოებს. ცნობილი ფსიქიატრი, ქუთაისის ფსიქიატრიული საავადმყოფოს მთავარი ექიმი, დასავლეთ საქართველოში ფსიქიატრიული დახმარების ქსელის შექმნის მოთავე, მისი თაოსნობით ქუთაისში დაარსდა ფსიქო-ნერვოლოგიური დისპანსერი (1933) და ფსიქიატრიული კოლონია ბავშვთა განყოფილებით (1935). ივანე სხირტლაძეს დიდი ღვაწლი მიუძღვის აგრეთვე ქუთაისის სამეუანო-საფერშლო სკოლისა და ფსიქიატრიული დისპანსერის დაარსებაში.