The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



მიხეილ გიორგის ძე ტყავაძე

დაბადების თარიღი:1896
გარდაცვ. თარიღი:1947  (51 წლის ასაკში)
კატეგორია:ქირურგი

ბიოგრაფია

დაიბადა სოფელ ჭალასთავში (თერჯოლის რაიონი). 1923 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. ცნობილი ქირურგი, პროფ. ნ. კახიანისა და აკად. კ. ერისთავის მოწაფე. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, სადისერტაციო შრომა  - "თავის ტვინის მაგარი გარსის პლასტიკა ჰემოსტოლით" (1941), საკანდიდტო დისერტაცია - "მასალები ადგილობრივი ანესთეზიის საკითხისათვის" (1936). თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის საფაკულტეტო ქირურგიის კათედრის პროფესორი.