The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ივლიანე ბეჩოს ძე ფაილოძე

დაბადების თარიღი:1898
გარდაცვ. თარიღი:1959  (61 წლის ასაკში)
კატეგორია:ბიოქიმიკოსი

ბიოგრაფია

დაიბადა სოფელ ხუნწში (გეგეჭკორის რაიონი). 1930 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. ცნობილი ბიოქიმიკოსი, პროფ. ვ. ვარაზის მოწაფე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, სადოქტორო დისერტაცია - "შარდოვანას გავლენა ჟანგვით პროცესებზე აზოტოვან ნივთიერებათა ცვლასთან დაკავშირებით" (1939). საკანდიდტო დისერტაცია - "შარდოვანას გავლენა ფლორიმინით გამოწვეულ გლიკოზურიაზე" (1936). თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ბიოქიმიის კათედრის პროფესორი, საქართველოს სსრ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს პედიატრიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ბიოქიმიური განყოფილების ხელმძღვანელი.