The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



კალისტრატე ლევანის ძე შარაშიძე

კალისტრატე ლევანის ძე შარაშიძე
დაბადების თარიღი:1884
გარდაცვ. თარიღი:1946  (62 წლის ასაკში)
კატეგორია:თერაპევტი

ბიოგრაფია

დაიბადა სოფელ ბუკის ციხეში (ჩოხატაურის რაიონი). მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის, ფარმაცევტული ინსტიტუტის (1914) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის აღზრდილი (დაამთავრა 1924 წელს).

კალისტრატე შარაშიძე- საქართველოს დამსახურებული ექიმი, თერაპევტი,  დაიბადა სოფელ ბუკისციხეში ( ჩოხატაურის რაიონი) თავად ლევან შარაშის ოჯახში. სოფელში მიიღო კარგი საშულო განათლება, კარგად ფლობდა რუსულ ენას და
18 წლის ასაკში გაემგზავრა ქ. მოსკოვში და ჩააბარა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე და შემდეგ მოსკოვის ფარმაცევტულ ინსტიტუტში. შემდეგ დაბრუნდა საქართველოში და ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი, რომელიც წარჩინებით დაამთავრა, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ დაიწყო მუშაობა ექიმად ქ. თბილისის პირველ საშუალო სკოლაში და   საქართველოს სსრ ჯანმრთელობის დაცვის დამინისტროს IV მთავარი სამმართველოს საავადმყოფო- პოლიკლინიკის თერაპევტად და შემდეგ აქვე მუშაობდა თერაპიის განყოფილების გამგედ სიცოცხლის ბოლომდე. ჰყავდა მეუღლე და ვაჟიშვილი, გამოჩენილი ქართველი მეცნიერი, პროფესორი ლუარსაბ შარაშიძე, რომლის სახელსაც ატარებს ქუჩა სადაც ცხოვრობდა კალისტრატე და დაიბადა და ცხოვრობდა ლუარსაბი.