The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ნინო იაკობის ასული შიხინაშვილი

დაბადების თარიღი:1898
გარდაცვ. თარიღი:1961  (63 წლის ასაკში)
კატეგორია:ოფთალმოლოგი

ბიოგრაფია

დაიბადა ქ. გორში. 1923 წელს დაამთავრა თბილისის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. პროფ. ა. შატილოვის მოწაფე. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, სადისერტაციო შრომა - "ორბიტის ექინოკოკოზი და თვალბუდის რეტრობულბური ქირურგიისათვის" (1945). თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის თვალის სნეულებათა კათედრის დოცენტი.