შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
ივანე ხარიტონის ძე შველიძე![]()
ბიოგრაფიადაიბადა სოფელ შრომაში (ზესტაფონის რაიონი). 1926 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. ცნობილი დერმატოლოგ-ვენეროლოგი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, სადისერტაციო შრომა - "ჟანგვა-აღდგენითი პროცესები სიფილისის დროს, მათი ცვალებადობა სპეციფიკური თერაპიის და თბილისის გოგირდის აბაზანების ზეგავლენით" (1940), საკანდიდტო დისერტაცია - "სპეციფიკური მკურნალობის გავლენა სისხლის სარეზერვო ტუტოვანობაზე ათაშანგის დროს" (1938). თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის კანისა და ვენერულ სნეულებათა კათედრის პროფესორი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |