The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ალექსანდრე ილარიონის ძე ჩაჩანიძე

დაბადების თარიღი:1910
გარდაცვ. თარიღი:1967  (57 წლის ასაკში)
კატეგორია:ქირურგი

ბიოგრაფია

დაიბადა სოფელ პერევისაში (ჭიათურის რაიონი). 1935 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, სადისერტაციო შრომა - "ჭრილობების რეგენერაცია ექსპერიმენტული ნევროზის დროს" (1965), საკანდიდტო დისერტაცია - "კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის პერფორირებული წყლულების კლინიკა და მკურნალობა" (1945). თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრის დოცენტი.