The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ვარლამ ექვთიმეს ძე ჩიტორელიძე

დაბადების თარიღი:1892
გარდაცვ. თარიღი:1955  (63 წლის ასაკში)
კატეგორია:თერაპევტი, ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზატორი

ბიოგრაფია

დაიბადა ქ. ქუთაისში. 1920 წელს დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. საქართველოს სსრ დამსახურებული ექიმი. სხვადასხვა დროს იყო თბილისის ქალაქის საბჭოს აღმასკომის ჯანდაცვის განყოფილების I კლინიკური საავადმყოფოს განმანაწილებელი განყოფილების ორდინატორი, კურორტ წყალტუბოს ექიმი, ქ. ცხინვალის ინფექციური საავადმყოფოს მთავარი ექიმი.