The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ალექსანდრე ვლადიმერის ძე ცქიტიშვილი

დაბადების თარიღი:1904
გარდაცვ. თარიღი:1970  (66 წლის ასაკში)
კატეგორია:ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზატორი

ბიოგრაფია

დაიბადა ქ. თბილისში. 1934 წელს დაამთავრა ს. კიროვის სახელობის ლენინგრადის სამხედრო-სამედიცინო აკადემია. საქართველოს სსრ დამსახურებული ექიმი. სხვადასხვა დროს იყო საქართველოს სსრ ჯანმრთელობის დაცვის სახალხო კომისარიატის სამხედრო-სანიტარული განყოფილების უფროსი, დიდი სამამულო ომის დროს ევაკოჰოსპიტლის უფროსი, დივიზიის სამედიცონო სამსახურის უფროსი, ნ. ყიფშიძის სახელობის რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილე, საქართველოს სსრ, სომხეთის სსრ და კრასნოდარის მხარის სამოქალაქო-საჰაერო ფლოტის სამედიცინო სამსახურის უფროსი, სურამის კურორტთა მართვის დირექტორი.