The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ალექსანდრე თადეოზის ძე ხელიძე

დაბადების თარიღი:1895
გარდაცვ. თარიღი:1968  (73 წლის ასაკში)
კატეგორია:თერაპევტი, ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზატორი

ბიოგრაფია

დაიბადა ქ. ქუთაისში. 1921 წელს დაამთავრა პეტროგრადის სამხედრო-სამედიცინო აკადემია. საქართველოს სსრ დამსახურებული ექიმი. 

1927 წლიდან საკავშირო კ.პ. (ბ) წევრი. 20-ზე მეტი წლის მანძილზე მუშაობდა სამხედრო ექიმად ლენინგრადში, თბილისში, ბათუმში და სხვა ქალაქებში.

საბჭოთა ხალხის დიდი სამამულო ომის წლებში როგორც გამოცდილი სპეციალისტი, სარდლობდა და პასუხსაგებ დავალებებს ასრულებდა სამხედრო ჰოსპიტალების მოწყობის, სამედიცინო-სანიტარული მომსახურების გაუმჯობესების, დაჭრილ მეომართა ჯანმრთელობის აღდგენის საქმეში.

1943 წლიდან მუშაობდა ჯერ საქართველოს სსრ ჯანმრთელობის დაცვის სახალხო კომისრად, შემდეგ კი მინისტრად. ამავე დროს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ცენტარლური კომიტეტის თავმჯდომარედ.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, წითელი დროშის, შრომის წითელი დროშის, სამამულო ომის მორე ხარისხის და წითელი ვარსკვლავის ორდენებით და 4 მედლით