The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ოთარ არქიპოს ძე ჯანელიძე

დაბადების თარიღი:1921
გარდაცვ. თარიღი:1969  (48 წლის ასაკში)
კატეგორია:ქირურგი

ბიოგრაფია

დაიბადა ქ. თბილისში. 1944 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. დახელოვნდა ლენინგრადის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ინსტიტუტში. სხვადასხვა დროს მუშაობდა ხულოს, შემდეგ სოფელ ოჩხამურის (ქობულეთის რაიონი) საუბნო საავადმყოფოს მთავარ ექიმად, თბილისის ქალაქის საბჭოს აღმასკომის ჯანდაცვის განყოფილების მე-2 კლინიკური საავადმყოფოს ორდინატორად, ამავე საავადმყოფოს მეორე ქირურგიული განყოფილების გამგედ.