The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



თამარ ანტიპოს ასული ჯინორიძე

დაბადების თარიღი:1908
გარდაცვ. თარიღი:1950  (42 წლის ასაკში)
კატეგორია:პარაზიტოლოგი

ბიოგრაფია

დაიბადა ქ. ბაქოში. 1931 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს სსრ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს შრომის ჰიგიენის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მეცნიერ მუშაკად, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში ჰიგიენის კათედრის ასისტენტად, ევაკოჰოსპიტალში განყოფილების გამგედ, საქართველოს სსრ ჯანდაცვის სამინისტროს ტროპიკულ სნეულებათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში პროტოზოოლოგიური განყოფილების უფროს მეცნიერ მუშაკად. მისი შრომებიდან მნიშვნელოვანია - "ლაბლიოზის ეპიდემიოლოგია საქართველოში".