The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



სიმონ ვლადიმერის ძე აბაშიძე

სხვა სახელი:კონსტანტინე
დაბადების თარიღი:1884
გარდაცვ. თარიღი:25 აგვისტო, 1955  (71 წლის ასაკში)
კატეგორია:თერაპევტი

ბიოგრაფია

დაიბადა სოფელ დილიკაურში (ზესტაფონის რაიონი). 1911 წელს დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. 1912–1918წწ. მუშაობდა რუსეთში; 1918 წლიდან დაბრუნდა საქართველოში და მუშაობა დაიწყო ოზურგეთის ერობის მთავარ ექიმად. 1920 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფარმაკოლოგიურ კათედრაზე; თბილისის სასწრაფო დახმარების, სოცუზრუნველყოფის, ტუბერკულიოზის საწინააღმდეგო დაწესებულებებში; 1930 წელს მისი თაოსნობით აგუძერაში გაიხსნა ტუბსანატორიუმი; 1935–1955წწ. იყო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს IV სამმართველოს ექიმ კონსულტანტი; 1941 წელს მონაწილეობა მიიღო თბილისის ერთ–ერთი სამხედრო ჰოსპიტლის ორგანიზაციაში; იქვე განაგებდა განყოფილებას და იყო სამხედრო საექიმო კომიისიის თავმჯდომარე; შეისწავლა ფილტვის აბსცესის მკურნალობა დეჰიდრატაციის მეთოდით; სიგმოიდური კოლინჯის დაავადებისას აღწერა მენჯ–ბარძაყისა და მუხლის სახსრების ერთდროული ტკივილის სიმპტომი და შეიმუშავა ამ დაავადების მკურნალობის მეთოდი; დღესაც აქტუალურია მისი გამოკვლევა, რომელიც მიეძღვნა ქუნთრუშიანი ბავშვების მომვლელი დედების ქუნთრუშით დასნებოვნების ფორმის საკითხებს და სხვა; შვილთან ვლადიმერ აბაშიძესთან ერთად შეადგინა პირველი ქართული სამედიცინო განმარტებითი ლექსიკონი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. თბილისის ქალაქის I საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების ორდინატორი.

ბიბლიოგრაფია