The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ვალერიან იოსების ძე აბზიანიძე

დაბადების თარიღი:1884
გარდაცვ. თარიღი:1938  (54 წლის ასაკში)
კატეგორია:ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზატორი

ბიოგრაფია

დაიბადა ქ. ქუთაისში. 1914 წელს დაამთავრა ლაიფციგის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს იყო ქ. ქუთაისში ჯანმრთელობის განყოფილების გამგე, საქართველოს სსრ ჯანმრთელობის სახალხო კომისრის მოადგილე, ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოს ჯანმრთელობის განყოფილების უფროსი.