The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



სიმონ სარდიონის ძე ამირეჯიბი

სიმონ სარდიონის ძე ამირეჯიბი
დაბადების თარიღი:1877
გარდაცვ. თარიღი:1936  (59 წლის ასაკში)
კატეგორია:ბაქტერიოლოგი, ჰიგიენისტი

ბიოგრაფია

დაიბადა სოფელ საღოლაშენში (ქარელის რაიონი). 1903 წელს დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. გამოჩენილი ქართველი ბაქტერიოლოგი და ჰიგიენისტი. თბილისის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის, შემდგომში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სოციალური ჰიგიენის კეთედრის გამგე. მას დიდი მეცნიერული დამსახურება მიენიჭა პროფესორის სამეცნიერო წოდება (19290, ბაქტერიოლოგიაში პირველი ქართული სახელმძღვანელოს - "სამკურნალო მიკრობიოლოგიის" - ავტორი.

ჯერ კიდევ II კურსის სტუდენტმა ხორცის ექსტრაქტში აღმოაჩინა ახალი ნივთიერება კარნიზონი. 1907-1919 წლებში იყო ხარკოვის სამედიცინო საზოგადოების შრატებისა და ვაქცინების განყოფილების, ხოლო 1915-1919 ბაქტერიოლოგიური განყოფილების გამგე. 1919 წელს საქართველოში დაბრუნდა. ამირეჯიბი იყო თსუ-ის სამკურნალო ფაკულტეტის ერთ-ერთი ორგანიზატორი (1919), დააარსა ბაქტერიოლოგიის (1919) და ზოგადი ჰიგიენის (1920) კათედრები ამ ფაკულტეტზე, მიკრობიოლოგიის კათედრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიის ფაკულტეტზე (1919). ამირეჯიბი თბილისის სანიტარული ჰიგიენის ინსტიტუტის ერთ-ერთი დამაარსებელი და მისი დირექტორი იყო (1926-1933). მისივე თაოსნობით დაიწყო (1919) საქართველოში ვაქცინებისა და შრატების წარმოება. მან შეისწავლა თბილისის და საქართველოს სხვა ქალაქების წყალსადენების სანიტარიის, მტკვრის გაბინძურების და თვითგაწმენდის საკითხები, მუშაობის სანჰიგიენური პირობები ჭიათურის მაღაროებში, აგრეთვე შავი ზღვის მიკროპლანქტონი და სხვა. შეადგინა სამედიცინო მიკრობიოლოგიის პირველი ქართული სახელმძღვანელო

ბიბლიოგრაფია

  • სამკურნალო მიკრობიოლოგია : სახელმძღვანელო უმაღლესი სასწავლებლებისათვის (ავტორი). - თბილისი, სახელგამის სასწ. პედაგ. სექტორი. (1-ლი სტ.), 1933. - 542 გვ.