The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Physicians of Georgia
HomeCategories  
Search
Person Name:

This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website.

For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili)



ივანე პავლეს ძე ახალშენიშვილი (ვანო)

ივანე პავლეს ძე ახალშენიშვილი
Other name:"დავიწყებული", "morosus" "ინ–ანი" (ფსევდონიმი) "დამოუკიდებელი"
Date of birth:1870
Date of death:22 December, 1906  (at 36 years)
Category:Dentist

Biography

დაიბადა ქ. დუშეთში.

სწავლობდა თბილისის სასულიერო სასწავლებელში, სასულიერო სემინარიაში 1897 წელს დაამთავრა პეტერბურგის ვონგლ-სვიდერსკაია კბილის კერძო საექიმო სკოლა. კბილის საექიმო საქმის ორგანიზატორთაგანი საქართველოში.

1894–1903წწ. მუშაობდა "ივერიაში". საექიმო მოღვაწეობასთან ერთად თანამშრომლობდა ქართულ პრესასთან. წერდა მოთხრობებს, ლექსებს, წერილებს, თეატრალურ რეცენზიებს, ბიბლიოგრაფიულ შენიშვნებს. დიდი ღვაწლი მიუძღვის რუსი და ევროპელი მწერლების თხზულებათა თარგმნაში. თარგმნა ნ. გოგოლის, თ. დოსტოევსკის, ვ. კოროლენკოს თხზულებები. მ. ლერმონტოვის, ს. ნადსონის ლექსები. ბ. ბერნის, გ. ჰაუპტმანის, ჰ. ზუდერმანის დრამები. გი დე მოპასანის, ა. ფრანსის, კატულ მენდესის, ოქტავ მირბოს მოთხრობები. 1897 წელს "მოამბეში" გამოაქვეყნა რამდენიმე თავი ჟ. მ გიუიოს წიგნიდან "ხელოვნება სოციოლოგიური აზრით", ა. ჰაცფელდის "ძირითადი კანონები სალიტერატურო კრიტიკისა". ნაწარმოებებს აქვეყნებდა "ინ–ანის", "დამოუკიდებელის", "დავიწყებულის" ფსევდონიმებით. 1901 წელს "ივერიაში" გამოაქვეყნა სტატიები: "შავი ჭირი და მის წინააღმდეგ ბრძოლა", "სამეცნიერო მიმოხილვა". 1902 წელს იმავე გაზეთში გამოაქვეყნა წერილი შემახის მიწისძვრის შესახებ. ეს წერილები "morosus"–ის ფსევდონიმით დაიბეჭდა. მთარგმნელი.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი (1903-)

Bibliography