Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website. For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili) |
ალექსანდრე სტეფანეს ძე ალადაშვილი![]()
Biographyდაიბადა სოფელ არბოშიკში (წითწლ-წყაროს რაიონი). 1904 წელს დაამთავრა იურიევის (ტარტუს) უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. გამოჩენილი თერაპევტი. ოპენხოვსკის, პოპოვის, სვეტუხინის მოწაფე. მედიცინის დოქტორი, სადისერტაციო შრომა - „К вопросу о физиологическом действии Боржомской минеральной воды Екатерининского источника“ (1911). პროფესორი, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, საზოგადო მოღვაწე, მეცნიერული და კლინიკური თერაპიული სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი და ორგანიზატორი საქართველოში, თბილისის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის, შემდგომში სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის საფაკულტეტო თერაპიის კათედრის გამგე. მას დიდი ღვაწლი მიუძღვის თბილისში კურორტოლოგიის და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დაარსების და საქართველოს თერაპევტთა სამეცნიერო საზოგადოების ჩამოყალიბების საქმეში. მისი შრომები ეხება პერიპლოცინის, დიგალენ-ნეოს, პიტუიტრინის, სალვარსანის და სხვა ნივთიერებების ფარმაკოლოგიური და კლინიკური ეფექტივობის საკითხებს, ფილტვების ტუბერკულოზის დასაწყისი ფორმების დიაგნოსტიკას და სხვ. წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა თბილისის II საავადმყოფოს, რომელსაც შემდგომ მისი სახელი მიეკუთვნა. Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |