The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ნიკოლოზ თამაზის ძე ანდრონიკაშვილი

დაბადების თარიღი:1882
გარდაცვ. თარიღი:1964  (82 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი-კრიმინალისტი, ფიზიოლოგი/ფიზიო-თერაპევტი

ბიოგრაფია

დაიბადა სოფელ ოჟიოში (ახმეტის რაიონი). 1910 წელს დაამთავრა ნოვოროსიის (ოდესის) უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. ფიზიოთერაპევტი და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი. სხვადასხვა დროს იყო თბილისის უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის, შემდგომში სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სასამართლო მედიცინის კათედრის უფროსი ასისტენტი, თბილისის ქალაქის ფიზიოთერაპიული საავადმყოფო-პოლიკლინიკის განყოფილების გამგე.