The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



იოსებ ანტონის ძე ასლანიშვილი

იოსებ ანტონის ძე ასლანიშვილი
დაბადების თარიღი:27 იანვარი, 1891
გარდაცვ. თარიღი:11 ნოემბერი, 1955  (64 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვაკის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:ენდოკრინოლოგი, ქირურგი

ბიოგრაფია

  დაიბადა ქ. ქუთაისში. 1915 წელს დაამთავრა ნოვოროსიის (ოდესის) უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. ცნობილი ქირურგი-ენდოკრინოლოგი. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, სადისერტაციო შრომა - „ჩიყვი სვანეთში" (1936). დოცენტი, საქართველოს სსრ დამსახურებული ექიმი. მის მიერ დიდი პრაქტიკულ-ორგანიზაციული  ხასიათის მუშაობაა ჩატარებული ჩიყვის პრობლემის შესწავლასთან დაკავშირებით საქართველოში. სპორტსმენი-მთასვლელი.

 მუშაობდა სამრეწველო ტრავმატიზმის, ქირურგიის, ტუბერკულოზის, ფიზკულტურისა და მთასვლელობის საექიმო კონტროლის დარგში. სწავლობდა მთაში (ზემო სვანეთი, მთარაჭა, აჭარა) ენდემური ჩიყვის გავრცელებას და მის ბუნებას. დააარსა ენდოკრინოლოგიური ლაბორატორია თბილისში (1932) და წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა მას. 1923 წელს მონაწილეობდა ალ. დიდებილიძის ხელმძღვანელობით მოწყობილ პირველ ქართულ გეოფიზიკურ ექსპედიციაში მყინვარმწვერზე, რომელმაც გ. ნიკოლაძის ექსპედიციასთან ერთად საფუძველი ჩაუყარა ქართულ ალპინიზმის განვითარებას. ასლანიშვილი საქართველოს ა. ჯაფარიძის სახელობის ალპური კლუბის ერთ-ერთი დამაარსებელია (1936), საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების გამგეობის წევრი, იყო ჟურნალების "შევარდენი" (1920, 1922), "თეატრი და მუსიკა" (1919), "ხელოვნება" (1919-1921), "თანამედროვე მედიცინა" (1924-1933) და სხვების რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები ენდოკრინოლოგიის, მთამსვლელობის, ხელოვნებისა და სპორტის საკითხებზე. ენდემური ჩიყვის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი ორგანიზატორი საქართველოში. ექიმ–ენდოკრინოლოგი, მთამსვლელი, საზოგადო მოღვაწე. "ვეფხისტყაოსნის" ერთ–ერთი გამოჩენილი კოლექციონერი.ტრაგიკულად გარდაიცვალა 1955 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების გამგეობა, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1946 - სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი
  • 1946 - საქართველოს დამსახურებული ექიმი

ბიბლიოგრაფია