The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



პელაგია ნაცვლიშვილი

დაბადების თარიღი:18??
გარდაცვ. თარიღი:31 მაისი, 1878
დაკრძალვის ადგილი:ციურიხი
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

   დაიბადა ქ. თბილისში.  იგი იყო პირველი ქართველი ექიმი ქალი და ქართველ ქალთაგან ერთ-ერთი პირველი, ვინც ფეფო  ელიოზიშვილთან, კეკე მელიქიშვილთან და მარიამ წერეთელთან ერთად, სასწავლებლად შვეიცარიაში გაემგზავრა. ეს იყო ნიკო ნიკოლაძის მცდელობის შედეგი - თბილისისა და ქუთაისის ქალთა სასწავლებლების საუკეთესო მოსწავლეები განათლების მისაღებად ევროპაში გაეგზავნა.

  1871-1878 წლებში ციურიხის უნივერისიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლობდა. აქტიურად იყო ჩართული ქართველ სტუდენტთა საზოგადოება „უღელის“ საქმიანობაში, რომელიც მათ ნიკო ნიკოლაძის, გიორგი წერეთლისა და სერგი მესხის ხელმძღვანელობით დააარსეს.

   პელაგია ნაცვლიშვილმა, რომელიც ევროპაში სასწავლებლად ოჯახთან ერთად იყო ჩასული, უსახსრობის გამო, სამშობლოში დაბრუნება ვერ შეძლო და  ციურიხში ექიმად დაიწყო მუშაობა. მძიმე სენით - ტუბერკულოზით დაავადების გამო, იგი 1878 წლის 31 მაისს გარდაიცვალა. დაკრძალულია ციურიხში.