The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



გიორგი ივანეს ძე ბადრიძე

დაბადების თარიღი:16 მარტი, 1869
გარდაცვ. თარიღი:1 სექტემბერი, 1938  (69 წლის ასაკში)
კატეგორია:პედიატრი

ბიოგრაფია

დაიბადა ქ. ქუთაისში. 1894 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. პროფ. ნ. ფილატოვის მოწაფე. სხვადასხვა დროს მუშაობდა თბილისში -  1894-1896 მოსკოვის შინაგან სნეულებათა კლინიკის ორდინატორად,  1896-1898 მიხეილის (ახლანდელი ქალაქის V) საავადმყოფოს ორდინატორად თერაპიულ განყოფილებაში, ხოლო 1898-1906 დაბა ნახჩევანის ექიმად, 1906-იდან გარდაცვალებამდე მუშაობდა ქუთაისში - სასწავლებლის ექიმად. მისი თაოსნობით დასაცლეთ საქართველოში გაიხსნა ბავშვთა სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულებები და თავშესაფრები. მისი შრომები ეხება მედიცინის ისტორიის, ჰიგიენის, სიბერის, მემკვიდრეობის, ფილოსოფიის და სხვა საკითხებს. ეწეოდა პუბლიცისტურ მოღვაწეობას.  ქართულ ჟურნალ-გაზეთებში ("მოამბე", "განთიადი", "ივერია", "დროება", "სამშობლო", "ჩვენი ქვეყანა" და სხვა) აქვეყნებდა სამეცნიერო-პოპულარულ სტატიებს მედიცინის ისტორიის, ჰიგიენის, ფილოსოფიის და სხვა საკითხებზე. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ქუთაისის გიმნაზიებში (ასწავლიდა ჰიგიენას). იყო ქუთაისის სამედიცინო საზოგადოების ერთ-ერთი ფუძემდებელი და თვალსაჩინო წევრი. საზოგადო მოღვაწე.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი (1913-)