Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website. For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili) |
მარიამ სვიმონის ასული ბაქრაძე-დედაბერი![]()
Biographyდაიბადა ქ. თბილისში. 1897 წელს დაამთავრა პარიზის ქალთა კოლეჯის სამედიცინო ფაკულტეტი. უმაღლესი სამედიცინო განათლების დიპლომის მისაღებად შეასრულა შრომა - "ბავშვთა დამბლით გამოწვეული ქვემო კიდურების სიმრუდის ქირურგიული მკურნალობა", რომლის დაცვის დროს ოპონენტები იყვნენ ბროკა და ტილო. თანახმად რუსეთში არსებული კანონისა გამოცდები ჩააბარა მოსკოვის უნივერსიტეტში და მიიღო უფლება ექიმად მუშაობის (1899) პედიატრიაში და ინფექციურ სნეულებებში. დახელოვნდა პარიზში მარფანის, კომბის, პოტენის და ანოს კლინიკებში, პასტერის ინსტიტუტში - პროფ. რუსთან. 1901 წლიდან მუშაობდა თბილისის I საავადმყოფოში; 1908–1938წწ. იყო ამავე საავადმყოფოს ინფექციური განყოფილების, ხოლო 1938 წლიდან ქალაქის ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს გამგე. მეორე ქართველი ექიმი ქალი, ცნობილი ინფექციონისტი, საქართველოს სსრ დამსახურებული ექიმი (1941), კავკასიის სამედიცინო საზოგადოების აქტიური წევრი, საზოგადო მოღვაწე, ცნობილი ქართველი მწერლის შიო არაგვისპირელის მეუღლე. სამეცნიერო და საექიმო საქმიანობასთან ერთად ეწეოდა ლიტერატურულ მოღვაწეობას; ქართულ პერიოდულ პრესაში აქვეყნებდა საბავშვო მოთხრობებს. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |