The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ლეონტი ლუარსაბის ძე გოცირიძე

დაბადების თარიღი:1865
გარდაცვ. თარიღი:1939  (74 წლის ასაკში)
კატეგორია:ფსიქიატრი

ბიოგრაფია

დაიბადა სოფელ ხოტევში (ამბროლაურის რაიონი). 1893 წელს დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა ართვინის ოლქის ექიმად, ბაქოს ფსიქიკურ ავადმყოფთა თავშესაფრის მთავარ ექიმად, შორაპნის მაზრის ექიმად, თბილისის მიხეილის საავადმყოფოს ფსიქიატრიული განყოფილების ორდინატორად, სურამის ფსიქიატრიული კოლონიის ექიმად, თბილისის ქალაქის ფსიქიატრად.