The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



მიხეილ გიორგის ძე გიგილოვი

დაბადების თარიღი:17 მარტი, 1885
გარდაცვ. თარიღი:18 აგვისტო, 1963  (78 წლის ასაკში)
კატეგორია:ქირურგი

ბიოგრაფია

დაიბადა ქ. თბილისში. 1911 წელს დაამთავრა ნოვოროსიის (ოდესის) უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. ცნობილი ქირურგი. II მსოფლიო ომის წლებში იყო თბილისის საევაკუაციო ჰოსპიტლების კონსულტანტი. სისხლის გადასხმის სადგურის უფროსი. 1960–1963 წლებში თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის I ქირურგიული კათედრის დოცენტი. მისი შრომები ეხება ფილტვისა და ღვიძლის ექინოკოკოზს, კუჭის ქირურგიის საკითხებს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქირურგთა რესპუბლიკური სამეცნიერო საზოგადოება, საპატიო წევრი