შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
მიხეილ ალექსანდრეს ძე გედევანიშვილი![]()
ბიოგრაფიადაიბადა დაბა მანგლისში. 1889 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. ცნობილი ნევროპათოლოგი, ფსიქიატრი, ფიზიო-თერაპევტი და რენტგენოლოგი. დახელოვნდა ვარშავაში, პარიზში - მარკოს კლინიკაში დეჟენის ხელმძღვანელობით, იქვე შეისწავლა ელექტროთერაპია ჰუეს დახმარებით. სხვადასხვა დროს მუშაობდა თბილისის მიხეილის საავადმყოფოში ორდინატორად, ფსიქიურ ავადმყოფთა თავშესაფრის დირექტორად, რკინიგზის საავადმყოფოს კონსულტანტად, ელიზავეტპოლის გუბერნიის ზანგეზურის მაზრაში - სოფლის ექიმად, თიანეთში - მაზრის ექიმად. მისი შრომებიდან აღსანიშნავია თბილისის სულით ავადმყოფთა პატრონიბის, ბრბოს ფსიქოლოგიის, ბავშვთა ასაკის ფსიქოლოგიის საკითხები და სხვა. იყო კავკასიის სამედიცინო საზოგადოების წევრი. დააარსა ქართველ ექიმთა კოლექტივის პირველი სამკურნალო დაწესებულება, გამოსცა ილიას თხზულებათა სრული კრებული. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |