შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
ნიკოლოზ გიორგის ძე გეგეჭკორი![]()
ბიოგრაფიადაიბადა სოფელ მარტვილში (გეგეჭკორის რაიონი). 1914 წელს დაამთავრა პეტერბურგის სამხედრო-სამედიცინი აკადემია. ცნობილი თერაპევტი და ფტიზიატრი. დახელოვნდა ბერლინისა და პარიზის ტუბერკულოზის საწინააღმდეგო სპეციალურ დაწესებულებებში. 1923 წელს მუშაობდა პეტროგრადის, 1925-1927წწ. ბერლინისა და პარიზის თერაპიულ კლინიკაში. 1933-1937წწ. განაგებდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის შინაგან სნეულებათა დიაგნოსტიკის კათედრას. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, სადისერტაციო შრომა - „ღვედკეცას გულზე მოქმედების საკითხის შესახებ" (1937). დოცენტი. იყო ლიბანის სანატორიუმის ერთ-ერთი ორგანიზატორი.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |