The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



შალვა მიხეილის ძე დარახველიძე

ოფიციალური სახელი:შალვა იოსების ძე კრინიცკი
დაბადების თარიღი:6 ოქტომბერი, 1884
გარდაცვ. თარიღი:2 თებერვალი, 1961  (76 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დონის როსტოვი
კატეგორია:პათოლოგ-ანატომი

ბიოგრაფია

დაიბადა ქ. ქუთაისში. 

1910 წელს დაამთავრა ნოვოროსიის (ოდესის) უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი.

შეისწავლა მომწამვლელი საომარი ნივთიერებებით, აგრეთვე პარტახტიანი ტიფით, ცოფით, კიბოთი გარდაცვლილთა პათოლოგიური ანატომია.   გამოჩენილი პთოლოგ-ანატომი. მედიცინის დოქტორი, სადისერტაციო შრომა - „Анатомо-гистологические изменения в органах людей, скончавшихся от отравления удушающими газами“ (1917).  ჩრდილოეთ კავკასიაში პათოლოგანატომიური სამსახურის ორგანიზატორი, კუიბიშევის სამედიცინო ინსტიტუტის პათოლოგანატომიური კათედრის დამაარსებელი, დონის როსტოვის სამედიცინო  ინსტიტუტის პათოლოგანატომიური კათედრის გამგე, პათოლოგანატომთა საკავშირო საზოგადოების საპატიო წევრი, ჟურნალ "АРХИВ ПАТОЛОГИИ "-ის სარედაქციო საბჭოს წევრი. საბჭოთა მედიცინაში იგი ითვლება კლინიკურ-ანატომიური მიმართულების დამნერგავად. ქართველი საბჭოთა პათოლოგანატომი, პათოლოგანატომიური სამსახურის ერთერთი ორგანიზატორი სსრკ-ში. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(1917), პროფესორი(1921).


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • პათოლოგანატომთა საკავშირო საზოგადოების საპატიო წევრი