The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



კონსტანტინე მალხაზის ძე ელიოზიშვილი

კონსტანტინე მალხაზის ძე ელიოზიშვილი
დაბადების თარიღი:1874
გარდაცვ. თარიღი:20 ოქტომბერი, 1954  (80 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქ. გორი
კატეგორია:თერაპევტი

ბიოგრაფია

დაიბადა სოფელ ქვემო ნიქოზეთში (გორის რაიონი). 1899 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. ცნობილი თერაპევტი. საქართველოს სსრ დამსახურებული ექიმი. სხვადასხვა დროს მუშაობდა თბილისის მიხეილის საავადმყოფოში ორდინატორად, გორის საქალაქო ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების გამგედ, გორის საავადმყოფოს მთავარ ექიმად. იყო გორის საქალაქო საბჭოს დეპუტატი, ამ საბჭოს ჯანდაცვის სექციის ხელმძღვანელი, ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სატერმინოლოგიო კომისიის წევრი. მისი ინიციატივით გაიხსნა საექიმო პუნქტი და აშენდა სამშობიარო სახლი სოფელ ნიქოზში. გორის მაზრის ექიმი; პირველ მსოფლიო ომში მუშაობდა სამხედრო ექიმად; მნიშვნელოვანია მისი შრომები თერაპიის აქტუალურ საკითხებზე; ავტორია სამედიცინო სახელმძღვანელოებისა ანატომიაში, ჰიგიენასა და ფიზიოლოგიაში; მისი წერილები მედიცინის საკითხებზე ხშირად ქვეყნდებოდა ჟურნალ-გაზეთებში; ეწეოდა პედაგოგიურ და საზოგადოებრივ მოღვაწეობას; მონაწილეობას ღებულობდა სამეცნიერო კონფერენციებში; იყო მრავალმხრივი პრაქტიკოსი ექიმი და წარმატებით მკურნალობდა სხვადასხვა დაავადებებს; გორის საზოგადოებამ ქალაქ გორის ერთერთ ქუჩას კონსტანტინე ელიოზიშვილის სახელი უწოდა.


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • გორის საქალაქო საბჭო, დეპუტატი
  • გორის საქალაქო საბჭოს ჯანდაცვის სექცია, ხელმძღვანელი
  • საქართველოს ექიმთა სამეცნიერო საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს ექიმთა სამეცნიერო საზოგადოების გორის ფილიალი, ხელმძღვანელი
  • საქართველოს სსრ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სატერმინოლოგიო კომისია, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1951 - ლენინის ორდენი
  • 1948 - მედალი "კავკასიის დაცვისთვის"
  • 1946 - მედალი "შრომითი მამაცობისთვის"
  • 1945 - საქართველოს დამსახურებული ექიმი
  • 1945 - საპატიო ნიშნის ორდენი

ბიბლიოგრაფია