The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ეფრემ ფარნაოზის ძე ზაქარაია

დაბადების თარიღი:16 თებერვალი, 1889
გარდაცვ. თარიღი:19 დეკემბერი, 1946  (57 წლის ასაკში)
კატეგორია:ქირურგი

ბიოგრაფია

დაიბადა სოფელ ბანძაში (გეგეჭკორის რაიონი). 1912 წელს დაამთავრა ნოვოროსიის (ოდესის) უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. ცნობილი ქირურგი. პროფ. ნ. კახიანის და ა. სპერანსკის მოწაფე. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, სადისერტაციო შრომა - „ტროფიკული წყლულების პათოგენეზი" (1937). I მსოფლიო ომის დროს ექიმად მსახურობდა(1914–1915) მოქმედ არმიაში. 1921 წელს დაბრუნდა საქართველოში. 1932 წელს დაინიშნა თბილისის წითელი ჯვრის საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების გამგედ. 1935–1941 წლებში განაგებდა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის საფაკულტეტო ქირურგიის კათედრას, 1941–1946 წლებში–ამავე ინსტიტუტის ზოგადი ქირურგიის კათედრას. იმავდროულად, 1938–1941 იყო წლებში თბილისის ონკოლოგიური საავადმყოფოს დირექტორი. ეფრემ ზაქარაიას ნაშრომები ეხება ტეტანუსის მკურნალობის, ართროპლასტიკის, სწორი ნაწლავისა და მუცლის ღრუს ქირურგიის საკითხებს, ტროფიკული ინერვაციის პრობლემას და სხვ. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯოლდოები. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(1937), პროფესორი (1937), ქირურგი.


ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1944 - საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია