The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ერმალოზ ბესარიონის ძე თოდაძე

ერმალოზ ბესარიონის ძე თოდაძე
დაბადების თარიღი:1889
გარდაცვ. თარიღი:1969  (80 წლის ასაკში)
კატეგორია:უროლოგი

ბიოგრაფია

დაიბადა სოფელ დიმში (მაიაკოვსკის რაიონი). 1915 წელს დაამთავრა იურიევის (ტარტუს) უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. გამოჩენილი უროლოგი, აკად. გრ. მუხაძის მოწაფე, დახელოვნდა გერმანიაში. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, სადისერტაციო შრომა - „შარდის პერმანგანატსინჯი და მისი დაპირისპირება თირკმლების პათომორფოლოგიურ ცვლილებასთან" (1935). პროფესორი, საქართველოს სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე. მისი შრომები ეხება შარდსადენის შევიწროვების, შარდის შეუკავებლობის, წინამდებარე და სათესლე ჯირკვლების ტუბერკულოზის მკურნალობის საკითხებს. ავტორია სახელმძღვანელოსი - ზოგადი ქირურგია.

ბიბლიოგრაფია