The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ალექსანდრე ეპიფანეს ძე კანდელაკი

დაბადების თარიღი:17 აპრილი, 1885
გარდაცვ. თარიღი:14 ივლისი, 1966  (81 წლის ასაკში)
კატეგორია:თერაპევტი

ბიოგრაფია

დაიბადა ქ. სამტრედიაში. 1912 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. ცნობილი თერაპევტი. პროფ. ა. სმირნოვის (პეტერბურგი) მოწაფე. საქართველოს სსრ დამსახურებული ექიმი (1946). I მსოფლიო ომის დროს განაგებდა პეტროგრადის ჰოსპიტლის თერაპიულ განყოფილებას. 1922-1966 წლებში თბილისის ქალაქის პირველი კლინიკური საავადმყოფოს პირველი თერაპიული განყოფილების გამგე, საზოგადო მოღვაწე. ა. კანდელაკი იყო საქართველოში საექიმო-შრომითი ექსპერტიზის ერთ-ერთი ფუძემდებელი. 

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ლენინის ორდენი
  • საპატიო ნიშნის ორდენი