შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
სპირიდონ იოსების ძე ვაწაძე![]()
ბიოგრაფიადაიბადა სოფელ ღვარდიაში (ამბროლაურის რაიონი). 1883 წელს დაამთავრა პეტერბურგის სამხედრო-სამედიცინი აკადემია. მედიცინის დოქტორი, სადისერტაციო შრომა - „К вопросу о влиянии кислотно-щелечных вод (Эсентуки №17 и Боржоми) на секрецию желудка и кислотность мочи у здоровых и больных людей“ (1891). 1883–1891წწ. იყო თბილისის ნიჟნეგოროდსკის პოლკის ჰოსპიტლის ექიმ-ორდინატორი, ხოლო 1891 წლიდან – მთავარი ექიმი. პირველმა შეისწავლა მეცნიერულად ბორჯომის წყლის სამკურნალო თვისებები. მისი თაოსნობით ავლაბარში (ქალაქის I საავადმყოფოს ტერიტორიაზე) გაიხსნა 20-საწოლიანი ინფექციური ბარაკი; 1904 წელს თბილისში პირველმა ჩამოაყალიბა ტუბერკულოზთან მებრძოლი მრავალპროფილური 53-კაციანი კომისია; 1908 წელს მისი უშუალო ინიციატივით ქალაქის საბჭოში დაისვა საკითხი სასწრაფო დახმარების სამსახურის შექმნის თაობაზე, რასაც 1911 წელს მოჰყვა თბილისის სასწრაფო დახმარების სამსახურის გახსნა. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1891), სამედიცინო სამსახურის გენერალ-მაიორი (1898), ექიმი-ინფექციონისტი. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |