შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
ივანე ელიშუხის ძე თიკანაძე![]()
ბიოგრაფიადაიბადა სოფელ მაკვანეთში (მახარაძის რაიონი). 1894 წელს დაამთავრა პეტერბურგის სამხედრო-სამედიცინი აკადემია. გამოჩენილი მეან-გინეკოლოგი. პროფ. ლებედევის, ოტტის, პოპოვის მოწაფე, მედიცინის დოქტორი, სადისერტაციო შრომა - „Материалы о влиянии тиреоидина на всасываемость жира в здоровом организме“ (1897). საქართველოში დაბრუნების შემდეგ 9 წელი მუშაობდა ქ. ოზურგეთის ამბულატორიაში; 1907 წელს მეანობა-გინეკოლოგიაში დახელოვნების მიზნით კვლავ გაემგზავრა პეტერბურგში; პირველი მსოფლიო ომის წლებში იყო მოქმედ არმიაში; ომის შემდეგ დაინიშნა თბილისის სამხედრო ჰოსპიტალის მეანობა-გინეკოლოგიის განყოფილების გამგედ და მთავარ ექიმად; 1919 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე მეანობა-გინეკოლოგიის კათედრის დაარსებისთანავე აირჩიეს კათედრის გამგედ, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა. ივანე თიკანაძე სწავლობდა სასქესო ორგანოების ანომალიებს და ოპერაციის გზით მათი მკურნალობის წესებს, სასქესო ორგანოების სიმსივნეების ეტიოგენეზსა და მკურნალობას, ორსულთა ტოქსიკოზს, საშვილოსნოსა და მისი დანამატების ანთებით პროცესებს, უნაყოფობის პრობლემასა და სხვ. საშვილოსნოდან ატონიური სისხლდენის წინააღმდეგ დღესაც ფართოდ იყენებენ მის მიერ შემუშავებულ მეთოდს; საქართველოში დანერგა მრავალი მეან-გინეკოლოგიური ოპერაცია: გ. ღამბარაშვილთან ერთად პირველად გამოიყენა რენტგენის სხივები მეანობაში, ნ. კახიანთან და გ. მუხაძესთან ერთად საქართველოში პირველმა გააკეთა ხელოვნური საშოს შექმნის ოპერაცია და სხვ. მეან–გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(1897), პროფესორი(1919). საქართველოს სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, მეცნიერული და პრაქტიკული მეანობისა და გინეკოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში, თბილისის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ერთ-ერთი ორგანიზატორი, თბილისის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის, მოგვიანებით სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის მეანობისა დაგინეკოლოგიის კათედრის გამგე, საზოგადო მოღვაწე. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |