შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
დავით გიორგის ძე იოსელიანი![]()
ბიოგრაფიადაიბადა ქ. თბილისში. 1912 წელს წარჩინებით დაამთავრა ქ.თბილისის ვაჟთა პირველი გიმნაზია. 1917 წელს დაამთავრა პეტერბურგის სამხედრო-სამედიცინი აკადემია. პროფ. ნ. კახიანის მოწაფე. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, სადისერტაციო შრომა - „Костные нервы бедра и голени и влияние их повреждении на развитие костной мозоли“ (1937). პროფესორი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე. 1918 წელს დაინიშნა ორდინატორად ქ.თბილისის სამხედრო ჰოსპიტალში. 1919 წელს დაიწყო მუშაობა ქ.თბილისის უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის ოპერაციული ქირურგიისა და ტოპოგრაფიული ანატომიის კათედრაზე ასისტენტად. 1928-1929 წლებში მივლინებულ იქნა ლენინგრადის სამხედრო აკადემიის ოპერაციული ქირურგიისა და ტოპოგრაფიული ანატომიის კათედრაზე. 1931 წელს აირჩიეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ოპერაციული ქირურგიის დოცენტურის გამგედ, შემდგომში სამკურნალო ფაკულტეტის ზოგადი ქირურგიის კათედრის გამგე. 1934-1947 წლებში ხელმძღვანელობდა ქ.თბილისის სასწრაფო დახმარების საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებას, ხოლო 1941-1947 წლებში იყო ამ საავადმყოფოს დირექტორი. 1934-1947 წლებში განაგებდა ექიმთა დახელოვნების თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტის ოპერაციული ქირურგიისა და ტოპოგრაფიული ანატომიის კათედრას. 1940 წლიდან არჩეულ იქნა ქ.თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის რექტორად. მისი შრომები ეხება დიაფრაგმის თანდაყოლილი თიაქრების, მუცლის ღრუს ტრავმული დაზიანებების, ანაერობული ინფექციების, ნაწლავთა გაუვალობის ქირურგიული მკურნალობის საკითხებს. გამოქვეყნებული აქვს 80-მდე სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის რამდენიმე მონოგრაფია. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |