The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



მოსე ანთიმოზის ძე კალანდარიშვილი

დაბადების თარიღი:1858
გარდაცვ. თარიღი:1943  (85 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო ექიმი

ბიოგრაფია

დაიბადა სოფელ მაკვანეთში (მახარაძის რაიონი). 1886 წელს დაამთავრა პეტერბურგის სამხედრო-სამედიცინი აკადემია.  მედიცინის დოქტორი, სადისერტაციო შრომა - „Асептическое получение антидифтериинной сывортки и о применении метода Тиндаля для повторной стерилизации“ (1897). სხვადასხვა დროს მუშაობდა 77-ე ტენგინის პოლკის ექიმად, ვლადიკავკავის სამხედრო ჰოსპიტლის ორდინატორად და ლაბორანტად კავკასიის სამხედრო ოლქის სამმართველოს ბაქტერიოლოგიურ ლაბორატორიაში, იყო კავკასიისხსამედიცინო საზოგადოების წევრი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი და სხვა.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • კავკასიის სამედიცინო საზოგადოება
  • ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების კავკავის განყოფილების წევრი (1915-)