The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



სიმონ პლატონის ძე კანდელაკი

სიმონ პლატონის ძე კანდელაკი
დაბადების თარიღი:1 სექტემბერი, 1887
გარდაცვ. თარიღი:25 თებერვალი, 1946  (58 წლის ასაკში)
კატეგორია:პარაზიტოლოგი, ტროპიკოლოგი

ბიოგრაფია

დაიბადა სოფელ კულაშში (სამტრედიის რაიონი). 1913 წელს დაამთავრა იურიევის (ტარტუს) უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. გამოჩენილი ტროპიკოლოგი. დახელოვნდა რომში, ლონდონში, პარიზსა და ჰამბურგში - სპეციალიზებულ დაწესებულებებში. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, სადისერტაციო შრომა - „ექსპერიმენტული ლეიშმანიოზები" (1936). 1921-1938 წლებში იყო ს. ვირსალაძის სახელობის ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. 1930-1942 წლებში ხელმძღვანელობდა ტროპიკულ სნეულობათა კათედრას თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში, ხოლო 1935-1938 წლებში ამავე კათედრას(შეთავსებით) ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში. ს. კანდელაკი ძირითადად სწავლობდა ტროპიკული მედიცინის პრობლემებს: დაასაბუთა მალარიასთან ბრძოლაში ზოოპროფილაქტიკის წამყვანი როლი; შემოიღო სპლენომეტრიის ორიგინალური მეთოდი; სსრკ-ში პირველმა ეფექტურად გამოიყენა მალარიის საწინააღმდეგო ღონისძიებათა კომპლექსური მეთოდი; საქართველოში საფუძველი ჩაუყარა ლეიშმანიოზის ნოზოგეოგრაფიას; აღმოაჩინა ვისცერული ლეიშმანიოზის გადამტანის ახალი სახეობა, აგრეთვე ამიერკავკასიის ტკიპისმიერი სპიროქეტოზი და მისი გამომწვევი სპიროქეტა, რომლებსაც ს. კანდელაკის სახელი ეწოდა. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(1936), პროფესორი (1936). პარაზიტოლოგი(მალარიოლოგი). ტროპიკულ სნეულებათა მუზეუმის და ტროპიკულ ავადმყოფობათა საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-სამკურნალო დაწესებულებების ორგანიზატორი თბილისში და საერთოდ საქართველოში, სამედიცინო პარაზიტოლოგიის და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1941 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია