The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



დიმიტრი გიორგის ძე კახნიაშვილი

დაბადების თარიღი:1890
გარდაცვ. თარიღი:1969  (79 წლის ასაკში)
კატეგორია:თერაპევტი, სამხედრო ექიმი

ბიოგრაფია

დაიბადა სოფელ ნიგოზეთში (ჭიათურის რაიონი). 1914 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. საქართველოს სსრ დამსახურებული ექიმი. სხვადასხვა დროს იყო სამხედრო ექიმი, სოფელ ქვედა საზანოს (ზესტაფონის რაიონი) ექიმი, შორაპნის საავადმყოფოს მთავარი ექიმი.