შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
ილია დავითის ძე კვიჟინაძე![]()
ბიოგრაფიადაიბადა სოფელ კიკნაველეთში (ორჯონიკიძის რაიონი). 1917 წელს დაამთავრა იურიევის (ტარტუს) უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. საქართველოს სსრ ჯანმრთელობის დაცვის კომისარიატის სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური სამმართველოს უფროსი. გაასამართლეს, ბრალად ედებოდა: რომ კვიჟინაძე იყო კ/რ დივერსიულ-მავნებლური ორგანიზაციის წევრი. მავნებლობდა საქართველოს ჯანდაცვის სახალხო კომისარიატის ეპიდემიოლოგიური სამმართველოს ხაზით. კვიჟინაძემ აქტიური მონაწილეობა მიიღო სიღნაღის რაიონში მოწყობილი ბაქტერიოლოგიური დივერსიის მიჩქმალვაში. მხილებული იყო გ. ელიავასა და ს. გ. სოსიანის ჩვენებებში. მუხლი: 58-7, 58-9, 58-11. სასჯელის ზომა: დახვრეტა, პირადი ქონების კონფისკაცია სხდომის თარიღი: 06/21/1938 დახვრეტის თარიღი: 06/22/1938
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |