შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
ივანე გრიგოლის ძე კონიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაიბადა ქ. თბილისში. 1913 წელს დაამთავრა პეტერბურგის სამხედრო-სამედიცინი აკადემია. გამოჩენილი კურორტოლოგი და ფიზიოთერაპევტი. 1924–1930წწ. დახელოვნდა საფრანგეთში, იტალიაში, ჩეხო-სლოვაკიაში, გერმანიაში. პროფ. ნორდენის, ბიკელის, აკად. ა. ალადაშვილის მოწაფე. 1930–1936წწ. თბილისის უნივერსიტეტის, შემდგომში სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფიზიოთერაპიის და კურორტოლოგიის კათედრის გამგე, ერთდროულად, 1928–1938წწ. თბილისის კურორტოლოგიის და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის პირველი დირექტორი. პირველმა დანერგა საქართველოში ბიოქიმიური მეთოდები კურორტოლოგიაში. მისი შრომები ეხება შაქრიან დიაბეტს, ბორჯომის წყლის მოქმედების გავლენის შესწავლას ორგანიზმის ჟანგვა-აღდგენით პროცესებზე და სხვა. იყო საქართველოს ანტირევმატული კომიტეტის ორგანიზატორი და პირველი თავმჯდომარე. იყო კურორტოლოგი და ფიზიოთერაპევტი. პროფესორი (1935). გაასამართლეს, ბრალად ედებაოდა, რომ კონიაშვილი იყო კ/რ ორგანიზაციის აქტიური წევრი, რომელიც მოქმედებდა საქართველოს ჯანდაცვის სახალხო კომისარიატის სისტემაში. 1925 წლიდან კონიაშვილი იყო პოლონეთის სადაზვერვო სამსახურის აგენტურის წევრი. დაპატიმრებამდე ჰქონდა მუდმივი კავშირი პოლონეთის დაზვერვის რეზიდენტებთან თბილისში და ინტენსიურად ეწეოდა ჯაშუშურ-სადაზვერვო საქმიანობას. იმყოფებოდა საქართველოს შინსახკომის შიდა საპატიმროში. სასჯელის ზომა: დახვრეტა, პირადი ქონების კონფისკაცია. სხდომის თარიღი: 09/25/1938. დახვრეტის თარიღი: 10/26/1938 რეპრესირებულია და სიკვდილის შემდეგ რეაბილიტირებული.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |